0 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„რეპუტაცია და ნდობა“ - "ესკულაპი" „ქართული ბრენდის დღე 2023-ის" გამარჯვებულია!

 

20 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ წლის გამორჩეული მოვლენა - „ქართული ბრენდის დღე 2023“ აღინიშნა. დაჯილდოების ცერემონიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ანშლაგით ჩაიარა. პრესტიჟული ჯილდოს მისაღებად სცენაზე ერთმანეთს წარმატებული ქართული კომპანიების პირველი პირები და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ცვლიდნენ. მათ შორის იყო მსოფლიო დონისპიანისტი ალექსანდრე კორსანტია და „სთორის“ ულამაზესი წამყვანი თათია შარანგია. ის სცენაზე შვილებთან ერთად ავიდა და მაყურებელს კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიას დაპირდა. ასევე წარმატებული  ტელეგადაცემისთვის დაჯილდოვდა ერთი კვირის წინ დახურული „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეც“, რომელიც სცენამდე მქუხარე ტაშმა მიაცილა. 

რა თქმა უნდა, ღონისძიებას ბიზნესელიტა და საზოგადოების არაერთი გამორჩეული სახე ესწრებოდა. ყველასთვის საყვარელმა პოეტმა - ტარიელ ხარხელაურმა ექსპრომტად ლექსი წაიკითხა და დამსწრე საზოგადოება მონუსხა. იყო სიმღერა - ჯგუფ „გორდელას“ გოგონებმა მაყურებელს ახალი წელი „საახალწლოთი“ მიულოცეს; ჩვენება - ყველასთვის კარგად ცნობილმა ქართული სამოსის ბრენდმა „ფაფანაკმა“ მისი ულამაზესი კოსტიუმები ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ  GGRC -ის ექიმებს მოარგო და რა თქმა უნდა, ქართული ცეკვა. 

ღონისძიების კულმინაცია ბრენდ-პერსონის გამოვლენა-დაჯილდოება გახლდათ - 2023 წლის ბრენდ-პერსონად ნუგზარ რუხაძე დასახელდა, მას „ქართველი ლარი კინგი“ უწოდეს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიებაზე მოსულ 300-მდე ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდათ „ნანა არტის“ საოცარი ხელნაკეთი ნივთები და ელენე კუხალეიშვილის მომაჯადოებელი ნახატები დაეთვალიერებინათ, რომლებიც დარბაზში იყო გამოფენილი.  

შეგახსენებთ, რომ „ქართული ბრენდის დღე“ უკვე 21 წელია ყოველი წლის ბოლოს ტარდება და გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში ავლენს:ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი და ბრენდ-პერსონა.

„ქართული ბრენდის დღე 2023“-ის წლის გამარჯვებულთა სრული სია კი ასე გამოიყურება: 

ნომინაცია  „ლიდერი“:   ფარმაცევტული კომპანია „PSP ჯგუფი“ ,  ღვინის კომპანია „თელავის ღვინის მარანი“,   თამარ ჩიგოგიძე რადიო ჰოლდინგისთვის „ფორტუნა“,   ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge,    სამოსის ბრენდი „ფაფანაკი“, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი  GGRC.                                                                                                                                                           

ნომინაცია  „რეპუტაცია და ნდობა“: ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონი“,  სარეკლამო პოლიგრაფიული საწარმო  „ფრანი“,   სტომატოლოგიური კლინიკა „ესკულაპი“,                                                                                                                                                            ჯგუფი „გორდელა“, ღვინის კომპანია „ძმები ხუციშვილების მარანი“, რესტორანი „თაშრე“, ინტერნეტ-ტელევიზია „ინკოგნიტო“, ტურისტული კომპანია Airlines Travel, სასტუმრო „ვილა პროვანსი“, ხელოვნებისა და სპორტის აკადემია „სივრცე N1“.   

 

ნომინაცია  „წარმატებული ახალი  ბრენდი“:  სასტუმრო „ზერტა“,  ოსკარ შინდლერის აკადემიის ბრენდი EL DEVID.

ნომინაცია  „წარმატებული პროექტი“: „60 +“ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის. 

ნომინაცია  „წარმატებული საერთაშორისო პროექტი“: „საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი“, „სამოსი სამშობლო“.     

ნომინაცია  „საერთაშორისო აღიარება და წარმატება“:  თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზი“ 

ნომინაცია  „წარმატებული ტელეპროექტი“: „სთორი“, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“                                                                                     

ნომინაცია  „ბრენდ-პერსონა“: ნუგზარ რუხაძე.   

ასევე დაჯილდოვდნენ: ნატალია კვანტალიანიწარმატებული ქართული ბრენდების შექმნისთვის და რაფიელ გელანტია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში  შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...