მსოფლიო
NDI - გამოკითხული მოსახლეობის 47% მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს
2023-12-11 13:39:05
NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 47% მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს
კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათთან ყველაზე ახლოს შედეგები ასე გადანაწილდა:
არცერთი პარტია - 47%;
"ქართული ოცნება" - 19%;
უარი პასუხზე - 13%;
არ ვიცი - 6%;
"ნაციონალური მოძრაობა" - 4%;
სხვა პარტიები - 12%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 12 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის პერიოდში. ჩატარდა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით. კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ჩატარდა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.
კომენტარები