მსოფლიო
სოფელ აძვთან, სანთლების ასანთებად სალოცავში წასული მამა-შვილი და მათი თანასოფლელი ოკუპანტებმა გაიტაცეს
2023-11-25 21:26:33
სოფელ აძვიდან რუსმა ოკუპანტებმა მამა-შვილი ხვიჩა და გიორგი კორინთელები და მათივე თანასოფლელი გიორგი მელაძე გაიტაცეს.
მორიგი გატაცების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. სუს-ის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს, თუმცა როდის მოხდა ფაქტი უწყება არ აკონკრტებს.
"23 ნოემბერს გიორგობა იყო, სანთლის ასანთებად ასულან და დაუკავებიათ" - აცხადებენ აძვში მაცხოვრებლები.
ერთ-ერთის დედა ამბობს, რომ მისი შვილი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი შეიტყო, რომ ის გატაცებული იყო - "სანთლები უნდა ავანთო დედაო, წავიდა და იქიდან წაუყვანიათ. ველოდებოდი, რო არ მოვიდა მოვიკითხე და მერე მითხრეს” - ამბობს ქალი.
კომენტარები