1 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგი“ ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად

თანამედროვე, ემანსიპირებულ სამყაროში, სადაც თანაბარ შესაძლებლობებზე წვდომა მნიშვნელოვან ორიენტირად იქცა, გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად. ჯერ კიდევ არსებობს სფეროები, სადაც ქალებს თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად ბარიერების გადალახვა უხდებათ. გამონაკლისი არც ქალთა ფეხბურთია - მამაკაცების სივრცედ მიჩნეულ მოედანზე ქალებს ახლაც უწევთ, დაამტკიცონ, რომ აქ მათი ადგილი ნამდვილად არის.

ამ სტერეოტიპის დაძლევისა და ფეხბურთით ქალების დაინტერესების მიზნით შეიქმნა ქალთა საფეხბურთო კლუბი „კვარტალი“. მისი ჩამოყალიბების იდეა 2016 წელს რამდენიმე მეგობარს გაუჩნდა. ინიციატივას მალე საინტერესო განვითარება მოჰყვა და კლუბს 2019 წლიდან ქალთა გუნდი დაემატა, 2020 წელს ქალთა მასტერ ლიგაში ჩაერთნენ, 2021 წელს კი საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ და საფეხბურთო სკოლა-აკადემიაც შექმნეს. კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი გოგონა კი დღეს საქართველოს ქალთა ნაკრებში ასპარეზობს.

მიღწევები თვალსაჩინოა, თუმცა იმისთვის, რომ კლუბი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა ფინანსური რესურსი და იმ ადამიანების თანადგომა, რომლებსაც სჯერათ, რომ ქალთა ფეხბურთს საქართველოში დიდი მომავალი აქვს.

ამ მიზნით „თეგეტა ჰოლდინგი“ საფეხბურთო გუნდ „კვარტალის“ მხარდამჭერი გახდა და, ამასთანავე, 2 ფეხბურთელს 1-წლიანი სტიპენდია დაუნიშნა. დონაციის პლატფორმის - tegeta.care-ის საშუალებით კი ნებისმიერ კერძო პირსა თუ ორგანიზაციას შესაძლებლობა მისცა, წვლილი შეიტანოს თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში და გახდეს გოგონათა საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი სტიპენდიატი ლიზი კანკია 16 წლისაა. ის საქართველოს ასაკობრივ U19 ნაკრებში ირიცხება და გამთამაშებლის პოზიციას იკავებს. პარალელურად, აბიტურიენტია, მომავალი იურისტი.

ლიზი კანკია, ფეხბურთელი: „ფეხბურთის პროფესიულად თამაში 13 წლისამ „კვარტალში“ დავიწყე. მინდა წარმატებული ფეხბურთელი გავხდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო, სამომავლოდ კი ევროპის რომელიმე გუნდში მოვხვდე. ვარჯიშს დიდი დრო მიაქვს, რაც წელს განსაკუთრებით რთულია, რადგან აბიტურიენტი ვარ და ვარჯიშის მეცადინეობასთან შეთავსება მიწევს. ფიზიკურად, ემოციურად თუ ფინანსურად განსაკუთრებით მძიმე პერიოდში „თეგეტა ჰოლდინგის“ სტიპენდია  მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ეს მხარდაჭერა მეხმარება, რომ ვარჯიში გავაგრძელო და ოცნებები ავიხდინო“.

ფეხბურთის თამაშს ცხოვრების მთავარ საქმედ განიხილავს 16 წლის მარიამ მამფორია,  „თეგეტა ჰოლდინგის“ კიდევ ერთი სტიპენდიატი. ასაკობრივ U17 ნაკრებში მარიამი კაპიტანია. ფეხბურთის თამაშით მან ოჯახური ტრადიცია გააგრძელა.

მარიამ მამფორია, ფეხბურთელი: ფეხბურთთან პირველი შეხება ადრეულ ასაკშივე მომიწია. ბაბუაჩემი ფეხბურთელი იყო, ახლა მწვრთნელია. ოჯახის მხარდაჭერა მქონდა, თუმცა საზოგადოების მხრიდან ბარიერები მაინც შემხვდა. მართალია, სტერეოტიპული დამოკიდებულება ჯერ ისევ არის, თუმცა  საგრძნობლად შესუსტდა. ეს ცვლილება კი სწორედ იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ზრუნვასა და ძალისხმევას არ იშურებს ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის. პირადად ჩემთვის „თეგეტა ჰოლდინგის“ სტიპენდია სწორედ განვითარების შესაძლებლობაა - მინდა, ფეხბურთს გავყვე“.

სტიპენდიის გარდა, „თეგეტა ჰოლდინგი“ მხარს უჭერს მთლიან გუნდს რათა სპორტსმენებმა განვითარება განაგრძონ და მათ ანგარიშზე კიდევ ბევრი გოლი აისახოს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საზოგადოებაზე ზრუნვა და ქალების გაძლიერება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მიზანია გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევა, განსაკუთრებით „თეგეტას“ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც მუდამ ვზრუნავთ სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე. 

გვიხარია, რომ გოგონათა საფეხბურთო კლუბის „კვარტალის“ აღმოჩენით, ჩვენი  მიზნები ერთ სივრცეში გაერთიანდა. გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ორ ფეხბურთელ გოგონას - ლიზისა და მარიამს, რომლებიც ამ სფეროში პროფესიონალურად გაზრდას გეგმავენ, ასევე ჩვენს შვილობილ კომპანია „ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან“ ერთად ვმუშაობთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ. გვჯერა, რომ ეს ძლიერი და მიზანდასახული გოგოები არ შეწყვეტენ განვითარებას და მათ ანგარიშზე კიდევ უფრო მეტ გოლსა და გამარჯვებას ვიხილავთ“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვა საზოგადოების კეთილდღეობაზე ამით არ სრულდება. ჰოლდინგის მიერ შემუშავებულ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გრძელვადიან სტრატეგიაში  გაწერილია მიზნები, ამოცანები და კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განხორციელებასაც ჰოლდინგი 2024 წლამდე გეგმავს.    

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

                     

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...