1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

FERARRI, SHELL HELIX ULTRA და დათა ქაჯაიას 1,43 წამში მიღწეული გამარჯვება

ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ  FERARRI TEST DRIVE 2023-ზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. FERARRI-ის მოქმედ 25 საუკეთესო  მრბოლელს შორის დათა MERTEL MOTOSPORT-ის სპეციალური მიწვევით მოხვდა. მრბოლელისთვის გზა გამარჯვებამდე 1,43 წამში 270კმ/საათის სიჩქარით  დაფარული მანძილია. ცნობილია გამარჯვების ფორმულაც, ლურჯი FERARRI 488 CHALENGE-ისა და SHELL HELIX ULTRA-ს კომბინაცია.

FERARRI TEST DRIVE გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში, გაიმართა. ტესტდრაივზე მოხვედრა რთული და თითქმის წარმოუდგენელია ავტოსპორტის სხვა დისციპლინის მქონე შეჯიბრების წარმომადგენლისთვის. ერთადერთი ქართველი მრბოლელისთვის შეჯიბრებაში მონაწილეობის ექსკლუზიური პირობა შეიქმნა. FERARRI TEST DRIVE-ის წარმომადგენლებმა, გამონაკლისის სახით,  უარი თქვეს საკუთარ წესებზე.

 

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: მოწვევა, რომელიც FERARRI TEST DRIVE-ის წარმომადგენლებისგან მივიღე, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მოხვდე 25 საუკეთესო მრბოლელს შორის, ნიშნავს, რომ შენ სტატუსს, მიღწეულ წარმატებებს და  პრესტიჟს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ვიცოდი, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვყოფილიყავი და მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნიდან, სადაც არ გვაქვს ფუფუნება, რომ სარბოლო ტრასაზე ფერარით ვიასპარეზოთ, გვაქვს პოტენციალი, ვაჩვენოთ საუკეთესო შედეგი.

ყველაფერი გამონაკლისის დაშვებით დაიწყო, სპეციალურად ჩემთვის გაარღვიეს ფერარის ექსკლუზიური წრე და შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება რადიკალურად განსხვავებულ TCR მრბოლელს დამრთეს“.

 

FERARRI TEST DRIVE-ში გამარჯვებამდე დათა ქაჯაიას ანგარიშზე ევროპის 4-გზის ჩემპიონობა და ათეულობით გრანპრია. ფერარიმდე გზა კი TCR  შეჯიბრებაში საქართველოს სახელით მიღწეულმა საუკეთესო შედეგებმა გაუკვალა.

 

საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოვლენამდე ავტომობილის სათანადოდ მომზადებისა და აღჭურვის პროცესია. სრულად მოწმდება სარბოლო ავტომობილების ძრავის მდგომარეობა და უმკაცრეს კონტროლს გადის მათი ტექნიკური მზაობა.

 

FERARRI TEST DRIVE 2023-ზე დათა „თეგეტა მოტორსისა“ და  „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ მხარდაჭერით გაემგზავრა. SHELL-ის პრემიუმ ხარისხის ზეთებს კავკასიის რეგიონში სწორედ „თეგეტას“ შვილობილი კომპანია TDC წარმოადგენს. ქართველ მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, გამოიყენონ SHELL-ის ზუსტად ის ზეთი, რომელსაც ფერარის ავტომობილები სარბოლო ტრასებზე, ძალიან მაღალი დატვირთვის პირობებში მოიხმარენ.

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: შეჯიბრებაში, სადაც ყველას პირველობა უნდა, სადაც დათმობა რთულია და სწორ დროს გასწრება  გონიერებაა, გამართლებაც არის საჭირო. მე გამიმართლა, ფერარის მართვის, საკუთარი თავის გამოცდის და გამარჯვების გემოს შეგრძნების შესაძლებლობა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით შევძელი. გამარჯვებულის ტიტულამდე გზა ავტომობილის სრულყოფილ მომზადებას გულისხმობს. რაც არ უნდა კარგი მრბოლელი იყო, ვერაფერს შეძლებ, თუ შენი ავტომობილი იდეალურად გამართული არ არის. გარდა ამისა, ავტომობილის საბოლოო მომზადების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ძრავის გამართული მუშაობაა. სწორედ ამიტომ ფერარის ავტომობილებში მოიხმარენ უმაღლესი ხარისხის SHELL HELIX ULTRA  ზეთს, რომელიც მანქანის ქარხნულად დაშვებულ, მაქსიმალური  შესაძლებლობების გამოვლენას უზრუნველყოფს“.

 

ანა იობიძე Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის მენეჯერი:  „დათა ქაჯაია ერთადერთი ქართველი ავტომრბოლელია, რომელმაც მსოფლიო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ TCR შეჯიბრებაში საქართველო წარადგინა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. გვსურს, რომ დათას წარმატებები და მიღწევები ფართო საზოგადოებამ  გაიცნოს. ვფიქრობ, ფაქტი, რომ ასეთი ტიტულიანი სპორტსმენი გვყავს, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის საამაყო. ჩვენთვის საამაყოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს, მძღოლებს ასეთი უნიკალური და ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ, რომელსაც სუპერქარები სარბოლო ტრასებზე შეჯიბრებს დროს იყენებენ. ჩვენი მიზანი  ქართულ  და ამიერკავკასიის ბაზარზე საუკეთესოთა შორის საუკეთესო პროდუქტის შემოტანა და გავრცელებაა“.

 

დათა ქაჯაიას სიყვარული ავტოსპორტის მიმართ ათწლეულზე მეტს და რამდენიმე ათეულ გამარჯვებას ითვლის. გამარჯვებიდან გამარჯვებამდე ავტომრბოლელი ახალი ოცნების რეალობად ქცევას გეგმავს.

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: ვფიქრობ, რომ Ferarri test drive-ში გამარჯვებით საკუთარ თავსაც და კონკურენტებსაც დავუმტკიცე, რომ გამარჯვების სიხარულის განცდამდე  მუდმივ  წვრთნას, საკუთარ თავთან კონკურენციას და საქმის უზომო სიყვარულს მივყავართ. ჩემი ოცნებაა ფერარის დონის GT კლასის შეჯიბრებაში მონაწილეობა და გამარჯვება.

 

ვგეგმავ, მონაწილეობა მივიღო TCR -ის 2024 წელს დაგეგმილ  შეჯიბრებში, რომელიც სტარტს აპრილში პორტუგალიიდან აიღებს. ასევე, ძალიან დიდი სურვლი და მზაობა მაქვს ფერარის რბოლაში მონაწილეობის. გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება  და გამარჯვებულის გვერდით დგომა ერთობლივ, გუნდურ მუშაობაზე დამოკიდებული“.

 

--

 

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...