0 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აგრი“ – ახალი შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

 

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და რეგიონშიაგროსექტორის ტრანსფორმაციისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამიერიდან ტექნოლოგიურად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი“ იზრუნებს. 

კომპანიის მხრიდან აგრარულ სეგმენტში აქტიური ჩართულობის გაზრდა მიზნად ისახავს როგორც ახალ სეგმენტში გაფართოებას, ისე ფერმერებისა და ქვეყნის აგროსექტორის გაძლიერებას. ახალი ტექნიკა, რომელსაც ბაზარზე „თეგეტა აგრი“ შემოიტანს, მიმართულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდისა და მათი მოვლა-მოყვანის ხარჯების შემცირებისკენ. 

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ დირექტორი: „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის აგრარულ ტექნიკას აქამდეც სთავაზობდა. თუმცა მიმდინარე წლიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვაქციოთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულება და ასორტიმენტი მკვეთრად გავაფართოოთ. 

საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ბაზრის ძირითადი წილი ამ ეტაპზედაბალი და საშუალო სიმძლავრის ბიუჯეტურ ჩინურ და ინდურ ტექნიკაზე მოდის, მაგრამ ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა მძლავრ, მაღალტექნოლოგიურ და საიმედო ევროპულ ტექნიკაზე. 

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“ გადამწყვეტ როლს ითამაშებს რეგიონში ამ მიმართულების განვითარებაში. ჩვენ შევძლებთ, შესაბამისად ვუპასუხოთ ტექნიკის მიმართ მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას“.

„თეგეტა აგრი“ უპირატესობას მძლავრ, მაღალტექნოლოგიურ და საიმედო ევროპულ ტექნიკას ანიჭებს, რომელიც სოფლის მეურნეობის თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. თითოეული შერჩეული მწარმოებელი უნიკალური და გამორჩეულია, როგორც მომხმარებელთა საჭიროებებისადმი მიდგომებით, ისე ტექნიკის ასორტიმენტით. „თეგეტა აგრის“ არჩევანი შეჩერდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მსოფლიო ლიდერებზე - Jcb, Zetor, Fendt-ზე, Valtra-სა და Goldon-ზე. 

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ დირექტორი: „სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის სამუშაოები დაკავშირებულია როგორც შერჩეული ტექნოლოგიის, ისე აგროვადების მკაცრ დაცვასთან, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპერაციების შესრულების ხარისხსა და დროს. თანამედროვე ტექნიკა უნდა უზრუნველყოფდეს მაღალ წარმადობას, სიზუსტეს და მუდმივად იყოს გამართულ მდგომარეობაში, რადგან მისი ნებისმიერი მიზეზით გაჩერება დაკავშირებულია ფინანსურ ზარალთან. ამიტომ ჩვენ ორიენტირებული ვართ მსოფლიოს მოწინავე ბრენდებთან გრძელვადიან და სრულფასოვან პარტნიორობაზე. 

ჩვენ მიერ არჩეული გერმანული Fendt მიიჩნევა წამყვან მაღალტექნოლოგიურ ბრენდად, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის მაღალ მოთხოვნებს და არის ლიდერი ინოვაციების კუთხით აგრარული ტექნიკის სფეროში; რაც შეეხება Valtra-ს, ის ფინური ბრენდია, რომელიც ცნობილია თავისი საიმედოობით, მრავალფეროვნებითა და ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით; იტალიური ბრენდი Goldoni კი ფერმერებს უნივერსალურ და თანამედროვე ინჟინრულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს და ყველაზე რთულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 

ჩვენ მუდმივად ვუპასუხებთ ბაზრისა და მომხმარებლების მოთხოვნებს და ბრენდების პორტფელიც, რა თქმა უნდა, მუდმივად გაიზრდება. ძირითადი არჩევანი კი კვლავ ევროპულ ტექნიკაზე შეჩერდება“.

„თეგეტა აგრის“ მიზანია, სრულად დაფაროს რეგიონი და ბაზარზე შეიტანოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. შესაბამისი პროდუქტი შესთავაზოს როგორც მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერულ მეურნეობებს, ისეკომპანიებს, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასა და მუნიციპალიტეტს. კომპანია ასევე იმუშავებს ინდივიდუალურ შეკვეთებზე, რომლის დროსაც ტექნიკისა და მისი დამატებითი ფუნქციების შერჩევის ეტაპზე მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულად ჩაერთონ პროცესში ვიზუალიზებული კონფიგურატორის საშუალებით. ამ დროს მომხმარებელი, სპეციალისტთან ერთად,ეცნობა ყველა შესაძლო ნიუანსს და მისი მოთხოვნების შესაბამისად ხდება ტექნიკის კონფიგურირება. შესაბამისად, პროდუქტი აუცილებლად იქნება ზუსტად ისეთი, როგორსაცმომხმარებელი შეარჩევს. 

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ დირექტორი: „სოფლისმეურნეობის მემცენარეობის სეგმენტი, რომელზედაც ჩვენ ამჟამად ვართ ფოკუსირებული, შედგება ბევრი მიმართულებისგან: ერთწლიანი კულტურები, მევენახეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მეკარტოფილეობა, საკვებწარმოება და სხვა. ყველა მიმართულება განსხვავდება და მოითხოვს სხვადასხვა სახის თვითმავალი და მისაბმელი ტექნიკის გამოყენებას. ვფიქრობთ, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე რეგიონის მასშტაბით, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა სანდო და ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და სერვისზე. შესაბამისად, ჩვენ მიერ შეთავაზებული მაღალი ხარისხის ტექნიკა და სერვისი გაუმარტივებს ფერმერებსა და აგროსფეროში მომუშავე პირებს სამუშაო პროცესს, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე მოწინავე პოზიციები დავიკავოთ“.

გარდა რეალიზაციისა, თეგეტა ზრუნავს ტექნიკის სრულყოფილ და გამართულ მუშაობაზე, რისთვისაც აუცილებელია მისი დროული ტექნიკური მხარდაჭერა. კვალიფიციური სერვისჯგუფებისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შესაქმნელად ამ ეტაპზე „თეგეტაში“ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. დაწყებულია პერსონალის გადამზადება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით, რაც შემდგომში უზრუნველყოფსდროულ და ხარისხიან ტექნიკურ მომსახურებასსაქართველოსა და რეგიონის ნებისმიერ წერტილში. 

 

----

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...