0 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია"- ღარიბაშვილი სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთს ზრდის

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ ჩართულია ამ ბიზნესში. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ ბიზნესში დაბეგვრის განაკვეთი გაიზრდება.

"ცნობისთვის, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთლიანი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ ჩართულია ამ ბიზნესში.

იცით, რომ ჩვენ შარშან მნიშვნელოვანი ცვლილებები გავაკეთეთ, როცა ავკრძალეთ რეკლამა და 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად 1 500 000 მოქალაქეს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეეზღუდა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქეა ჩართული.

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს.

ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგინეთ ახალი ინიციატივა, რომელიც ახლა მინდა საზოგადოებას გავაცნო. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შევცვალოთ. გეგმის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-სა. ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად.

აღნიშნული ცვლილებები ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონ ლარს მოიტანს. 300 მილიონს ბანკებიდან, 400 მილიონს სათამაშო ბიზნესიდან - ჯამში დამატებით 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს"- განაცხადა პრემიერმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები