ბიზნესი
თიბისის სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე გაიზარდა
2023-11-03 14:04:31
1 ნოემბრიდან თიბისის ციფრული სამომხმარებლო სესხების ვადა 4 წლამდე გაიზარდა. ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15,5%-ით განისაზღვრა.
ახალი პირობების თანახმად, შესაძლებელია:
· თანხის მოთხოვნა 100-დან 10 000 ლარამდე
· თანხის დამატება ყოველთვიური შენატანის გაზრდის გარეშე
· სესხების გაერთიანებისას, დამატებითი თანხის მოთხოვნა
· არსებული სესხების გაერთიანება და ყოველთვიური გადასახადის შემცირება
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა ციფრულ ბანკში, ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ციფრულ სამომხმარებლო სესხზე 20%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. წინსწრებით დაფარვისას კი, მომხმარებელი საკომისიო გადასახადისგან თავისუფლდება.
არსებული სესხების გაერთიანების მიზნით, ახალი სესხის აღების შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა მაინც მოქმედებს, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც 15,5%-დან იწყება.
სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ფიქსირებული შემოსავლის მქონე, ისე თვითდასაქმებულ პირებს. გახსოვდეთ, სესხის აღება შეგიძლიათ მაშინაც კი, თუ ხელფასი ბანკში არ გერიცხებათ.
სესხის ვადის 4 წლამდე გაზრდა ამარტივებს სესხის დამტკიცებას და საშუალებას იძლევა, სესხი აიღოთ, როცა გინდათ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
კომენტარები