1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

50-ამდე სოციალური საწარმო ერთ სივრცეში - „თეგეტა გრინ პლანეტი“ B2B გამოფენის ოქროს სპონსორი იყო

 

50-ამდე საწარმო და 300 სტუმარი - სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა  და მეტი სოციალური და გარემოს დაცვითი გავლენის უზრუნველყოფა. 

B2B გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენი „თეგეტა გრინ პლანეტი“იყო. ორგანიზაცია „თეგეტა ჰოლდინგის“გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა და გარემოზე ზრუნვის იდეით საქმიანობს. ღონისძიების მონაწილეებს  „თეგეტა გრინ პლანეტის“  სტრატეგიული პრიორიტეტები და მიზნები ორგანიზაციის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა გააცნო.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: „გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია.სოციალური და მწვანე მეწარმეების საქმიანობა კი სწორედ მწვანე მომავალზე ორიენტირებული და საზოგადოებისთვის მდგრადი ცვლილებების მომტანია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ახლახან თეგეტამ მიიღო კორპორაციული მდგრადობის ჯილდოები სწორედ სოციალური საწარმოების გაძლიერებისა და გარემოსდაცვით პროექტებში.

ჩვენ, როგორც „თეგეტას“ შვილობილი კომპანია, თანამოაზრეების გაძლიერების გზით, ვცდილობთ, მეტი დადებითი სოციალური და გარემოს დაცვითი გავლენაშევქმნათ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ბიზნეს სექტორის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვართ როგორც გამოფენის მხარდამჭერები, ისე B2B შეხვედრების მონაწილეებიც. ეს გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, გარემოზე მზრუნველმა ორგანიზაციებმა გავიცნოთ ერთმანეთი და ერთად მოვძებნოთ პლანეტასა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტები“.

„თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსგავსი ფასეულობების მქონე თანამოაზრეების მხარდაჭერის გზით, ცდილობს, ქვეყანაში მეტი დადებითი სოციალური და გარემოს დაცვითი გავლენა უზრუნველყოს. სოციალური საწარმოების B2B გამოფენის პარტნიორობის მიზანი სწორედ სოციალური საწარმოების გაძლიერება და მწვანე მომავალზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა იყო.   

სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გასცნობოდნენ მოწინავე ქართული 50-ამდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას. 

---

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...