1 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყოლვეთვიური განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მომსახურების ჯერ კიდევ მაღალი ინფლაციის მიუხედავად, განაკვეთების შემცირება კვლავ საბაზო სცენარია

გასულ კვირას გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა საქონლით ვაჭრობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით. აღნიშნული, სრული 2023 წლისათვის, თიბისი კაპიტალის ეკონომიკის ზრდის 7.2%-იანი საბაზო სცენარის კუთხით დამატებითი არგუმენტია. ლარის კურსის მხრივ, ჩვენი შეფასება უცვლელია. კერძოდ, მართალია სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა ლარის საშუალო კურსი და დაბალი ინფლაცია გამყარების საწინააღმდეგო არგუმენტებია. ივლისში, ჯამური ინფლაცია დამატებით უნდა შემცირდეს, მაგრამ მომსახურების ფასების დინამიკის სამიზნესთან დაახლოება ჯერ კიდევ მხოლოდ მოლოდინია. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ყოველთვიური მაკროეკონომიკური შეჯამება, ამჯერად ლარის საპროცენტო განაკვეთების ცვლილების ჭრილში. მაშინ, როდესაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების არგუმენტებიც სახეზეა, ინდიკატორების უმრავლესობა, განსაკუთრებით მოლოდინების გათვალისწინებით, შერბილების რაციონალზე მიუთითებს.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005871-monthly-macro-update

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები