მსოფლიო
,,პრიგოჟინი ბელარუსშია.. უსაფრთხოების გარანტიები, როგორც პუტინი დაპირდა, მიცემულია" - ლუკაშენკო
2023-06-27 18:32:47
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ახლა ბელარუსში იმყოფება. მან ამის შესახებ ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა"-სთან ისაბრა.
“უსაფრთხოების გარანტიები, როგორც იგი [პუტინი] გუშინ დაჰპირდა, მიცემულ იქნა. კი, ნამდვილად, დღეს იგი ბელარუსშია. როგორი პირობაც დავდე: თუ გსურთ რაღაც დრო შეგიძლიათ ჩვენთან იყოთ და სხვა.. ჩვენ დაგეხმარებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
კომენტარები