მსოფლიო
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
2023-06-22 12:02:40
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კომენტარები