ბიზნესი
თიბისი დაზღვევა “ლექსუს თბილისის” მომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
2023-05-25 11:12:35
თიბისი დაზღვევა “ლექსუს თბილისთან” გახსნის დღიდან თანამშრომლობს და მის მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. მათ შეუძლიათ სპეციალურად მათზე მორგებული 3 უნიკალური სადაზღვევო პაკეტიდან ერთ-ერთი აირჩიონ. ნებისმიერ პაკეტს საჩუქრად მოყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. გარდა ამისა, მძღოლებს დაზღვევით სარგებლობა საქართველოს გარდა შეუძლიათ სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე და ასევე ლექსუსი ცენტრში ავტომობილის შეფასება-შეკეთების სერვისით სარგებლობა 5 წლის განმავლობაში.
“ჩვენთვის, როგორც ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ლექსუსთან პარტნიორობა, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხისა და კომფორტის შეთავაზებაა,” - თიბისი დაზღვევა.
21 მაისს შატო მუხრანში “ლექსუს თბილისის” ორგანიზებით გაიმართა ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაცია, რომლის მხარდამჭერიც იყო თიბისი დაზღვევა. პრეზენტაციის მიზანი იყო მომხმარებლებისა და ბიზნეს პარტნიორებისთვის RX-ის მეხუთე თაობის მოდელის წარდგება, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩვენება.
თიბისი დაზღვევა აგრძელებს “ლექსუს თბილისთან” თანამშრომლობას და ავტოინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანას.
კომენტარები