მსოფლიო
ხაშურში,სოფელ ალში მეზობელმა მეზობელი მოკლა
2023-04-25 15:37:00
ხაშურის რაიონში.სოფელ ალში მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების დროს მეორე მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
სავარაუდოდ, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა.
ბრალდებული დაკავებულია. შსს-მ 1970 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები