პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია - ნატო თქვენს გვერდით დგას დღეს, იდგება ხვალ და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება
2023-04-20 16:34:58
ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია. დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა დაგეხმარებათ იმაში, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან პირობა დადო, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რომ ნატო-ს მოკავშირეებმა ათობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს და ქვეყანას მხოლოდ სამხედრო დახმარების სახით, 65 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიეს.
„ნატო თქვენს გვერდით დგას დღეს, იდგება ხვალ და იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი კიევს დღეს ეწვია.
კომენტარები