1 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება

2022 წლის პიდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 61%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ მატება არა მხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე იყო, როდესაც მიღებული მოგების კომპანიის საქმიანობაში დაბანდება ხდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი ინვესტიციების შემოდინებაც. ეს დინამიკა ლოგიკურია, ვინაიდან ზოგადად, მაღალი ეკონომიკური ზრდისას, საინვესტიციო და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნას უფრო დროითი ჩამორჩენა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, თიბისი კაპიტალის აზრით, საინვესტიციო აქტივობა წელსაც მაღალი იქნება. ამასთან, ხელისშემშლელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია, როგორც ლარში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ვალუტაში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება, მიგრაციის ნაკადსა და ლარის გამყარების მდგრადობასთან დაკავშირებული კითხვები. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოში გრძელვადიანი პროექტების დაფინანსება უმეტესწილად უცხოურ ვალუტაშია.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....