1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,27 ოპერატორის გაგდება არ არის თანამედროვე და ცივილური მენეჯმენტის მაგალითი, ეს არის ველური კაპიტალისტური მიდგომა"- ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია "ფორმულადან" გათავისუფლებული ოპერატორების თემას საჯაროდ ეხმაურება და მენეჯმენტის მხხრიდან მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

"ფორმულამ უნდა მიიღოს კრიტიკა, როგორც კომპანიამ, რომელმაც ვერ დაალაგა ურთიერთობა საკუთარ თამანმშრომლებთან და 27 გაფიცული ოპერატირი უბრალოდ სამსახურიდან გააგდო.

ეს არაა ბიზნესის ქცევის ის მოდელი, რომელიც ჩვენთვის მისაღებია! ყველას გვესმის ფორმულას მნიშვნელობა და ის საფრთხეები, რაც მას უდგას. ისიც გვესმის, რომ მაღალი ალბათობით სუსი აქაც აფათურებს ხელებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფორმულა სწორად მოიქცა ამ შემთხვევაში. ფორმულას მენეჯმენტი იმსახურებს კრიტიკას, რადგან მან ვერ შეძლო საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა და რაც მთავარია, მან ვერ შეძლო გაფიცულებთან ნორმალური და შედეგიანი კომუნიკაცია, მაშინ როცა სხვა მედია კომპანიებმა ეს შეძლეს მსგავს სიტუაციებში. 27 ოპერატორის გაგდება არ არის თანამედროვე და ცივილური მენეჯმენტის მაგალითი, ეს არის ველური კაპიტალისტური მიდგომა, როცა ძლიერი ჯაბნის სუსტს. ამიტომ ყველა იმ სირთულის მიუხედავად, რაც ფორმულას წინაშე დგას, ამ კომპანიისგან ველოდებით სამართლიან ქცევას, მოლაპარაკებას და უკმაყოფილების აღმოფხვრას ადამიანის უფლებების და დასაქმებულთა პატივისცემის სულისკვეთების ფარგლებში.

დროა პასუხისმგებლობის აღება ისწავლონ იმ ბიზნესებმა, რომლებსაც სჭირდებათ და აქვთ საზოგადოების ნდობა და ანგარიშვალდებულად მიიჩნევენ თავს. ჩემი მოლოდინით ფორმულა ზუსტად ასეთი კომპანიაა და სწორედ ამიტომ მისგან ველი შეცდომის გამოსწორებას. "- წერს პატარაია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები