მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
2023-02-06 12:57:18
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა.
სირიის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაშავდა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. გამოცხადდა “მე-4 დონის განგაში”, რომელიც საერთაშორისო დახმარებას მოითხოვს.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო და მისი ეპიცენტრი ქალაქ გაზიანტეპი იყო.
მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს.
კომენტარები