მსოფლიო
მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტს არ მიეცით უფლება, შეეჭამა აფხაზეთი, ოსეთი – სიმონიანი პუტინს
2022-12-20 17:06:52
მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტს არ მიეცით უფლება, შეეჭამა აფხაზეთი, ოსეთი – განაცხადა რუსმა პროპაგანდისტმა და Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
“მადლობა კაციჭამიების ჩაძაღლებისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა “ჩაძაღლება”. 20 წლის წინ არ მიეცით უფლება, თქვენგან გამოეგლიჯათ ჩვენი კავკასია […] მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მადლობა, რომ რამდენიმე წლის წინ შეწყვიტეთ ხოცვა-ჟლეტა ყარაბაღში. იმის ყურებით, რა ხდება დონეცკში, არ შეიძლება არ ნერვიულობდე და განიცდიდე. მადლობა, რომ ტკივილით, სისხლით, მაგრამ ამ კანიბალების სისხლიანი პირიდან გლეჯთ ჩვენს ხალხს, რომ ამაზე დათანხმდით. ჩვენ დაგეხმარებით ამაში, ჩავაძაღლებთ კაციჭამიებს, რამდენადაც თქვენ მოითხოვთ ჩვენგან”, – თქვა სიმონიანმა.
კომენტარები