2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2023 წლიდან თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლება იქნება #თიბისიგანათლებისთვის

2023 წლიდან თიბისი გეგმავს ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქციოს. განათლების ახალი ინიციატივა ათასობით ახალგაზრდას ხარისხიან განათლებაზე წვდომას მისცემს. ეს წამოწყება ითვალისწინებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდებისთვის განათლებაზე წვდომის გაზრდასა და გამარტივებას.

ახალი ინიციატივა საზოგადოებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააცნო და თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 30 წლიანი საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება თიბისის დაარსების დღეს, 17 დეკემბერს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, აკადემიური წრეები, მეცნიერები, ხელოვანები, თიბისის პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

თიბისი, თავისი არსებობის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, იქნებოდა ეს ნიჭიერი ახალგაზრდების სასტიპენდიო პროგრამები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონკურსები, საგანმანათლებლო - შემეცნებითი ტურები სკოლის მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ბიზნესებისთვის და სხვა. თიბისის სტიპენდიატების პროგრამაში, რომელიც 2019 წლიდან  მოქმედებს, წელიწადში 200 სკოლის ასაკის ნიჭიერი ბავშვია ჩართული. თიბისიმ შექმნა საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისის აკადემიები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უქმნიან დაინტერესებულ ადამიანებს. თიბისის პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში  ჩატარებული სტარტაპ ტრენინგების საშუალებით, თიბისის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპ კომუნის განვითარების საქმეში.

„თიბისის, როგორც მსხვილი ფინანსური ინსტიტუციისა და ტექნოლოგიური კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება შეგვიძლია ჩვენი  სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობით ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაზე.  განათლების ეს ფართომასშტაბიანი ინიციატივა მიმართულია ახალ თაობის განვითარებისაკენ და ამ ქვეყანაში  განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისაკენ. სიმბოლურია, რომ ასეთი მნიშვნელობის ინიციატივის წარდგენა თიბისის დაარსების 30 წლის საიუბილეო თარიღს, 17 დეკემბერს დავამთხვიეთ“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

პირველი პროექტი, რომლის განხორციელებას თიბისის გუნდი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან (რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International) თანამშრომლობით გეგმავს, გახლავთ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროგრამა უფროსკლასელთათვის. პროექტი ითვალისწინებს 1000 უფროსკლასელისთვის ცოდნის მიცემას პროგრამირების, კოდირების, IT უსაფრთხოებისა და ციფრულ სამყაროში ეთიკური ქცევის მიმართულებით.  პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, თუმცა გეოგრაფიულად რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებზე ფოკუსირდება, რომელთან ნაკლები წვდომა აქვთ ხარისხიან განათლებაზე.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე ასობით უფროსკლასელს მიეცემა შესაძლებლობა, პირველ რიგში, დაინახოს და მიზანმიმართულად მიიღოს გადაწყვეტილება - სურს თუ არა კარიერა IT სფეროში; შემდგომ კი, ისწავლოს და გაიღრმაოს ცოდნა ამ მიმართულებით. პროგრამირების სასწავლო კურსს თიბისის IT აკადემია უზრუნველყოფს. სამომავლოდ კი, თიბისი გეგმავს მსგავსი პარტნიორობით, უფრო მეტ ახალგაზრდას მისცეს ხარისხიანი და პრაქტიკული განათლების მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები