2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის სტუდენტურ პროგრამაზე - „კემპზე“ რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა

თიბისი კაპიტალის სტუდენტურ პროგრამაზე - „კემპზე“ რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა.

 

„კემპის“ ახალი სეზონი სულ მალე დაიწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.

 

პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.

 

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრი გახდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, თიბისი ბანკის აქციების მფლობელი გახდები. 

 

პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავებ.

 

ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებებზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. ვებინარზე დასასწრებად, დარეგისტრირდი.

 

აქ პროექტის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ნახავ და ასევე გაიცნობ „კემპის“ შარშანდელ გამარჯვებულებს, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში: https://tbccapital.ge/en/about-us/career/youth-programme

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....