2 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მომხმარებელი სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას უკვე „ნაწილ-ნაწილ“ შეძლებს

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მუდმივ რეჟიმში ცდილობს  სიახლეების დანერგვას.  ამჯერად ბანკმა გადახდის ინოვაციური მეთოდი - „ნაწილ-ნაწილი“ შესთავაზა მომხმარებელს. ახალი ფუნქციონალი იძლევა შესაძლებლობას, მარტივად და მოქნილად შეიძინოთ ნივთი ან სერვისი და  ღირებულება კი ნაწილ-ნაწილ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაფაროთ,  პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.

 

გადახდის აღნიშნული მეთოდით სარგებლობა მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით შეუძლია.

 

„ნაწილ-ნაწილ“ ყოველმხრივ მოქნილი და ჩვენს რეალობას მორგებული სერვისია. ეს არა მხოლოდ გადახდის ახალი მეთოდია, არამედ ტექნოლოგიურად იდეალურად მოწყობილ პროცესს წარმოადგენს, რომელიც სწრაფად და მარტივად გაძლევს შესაძლებლობას, განახორციელო შენთვის სასურველი ნივთის შეძენა, დამატებითი დანახარჯის გარეშე და სახლიდან გაუსვლელად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერმა, თამარ ბეღელურმა.

 

ნაწილ-ნაწილ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მის მობილბანკში ნახოს ჯამში რა თანხის გადანაწილება შეუძლია, როგორც ერთი, ასევე, რამდენიმე ნივთის შესაძენად თუ მომსახურების მისაღებად. ღირებულება კი არც ერთი თეთრით არ ძვირდება. თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად უანგარიშდება ჯამური თანხა და მისი ნახვა საქართველოს ბანკის ციფრულ არხებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებიც ამ სერვისს მომხმარებლებს შესთავაზებენ, (ბანკის პარტნიორი ორგანიზაციები, დაწესებულებები, მაღაზიები) შეძლებენ მარტივად ნახონ მზა ანალიტიკა, თუ რა პროდუქცია, რა რაოდენობით გაიყიდა. ეს მათ დაეხმარება კიდევ უფრო გაზარდონ გაყიდვები და სწორი მიმართულებით განვითარდნენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები