მსოფლიო
როდის უნდა დავიწყოთ ავტომობილის ზამთრისთვის მომზადება?
2022-11-03 13:14:32
იმისათვის, რომ ჩვენმა ავტომობილმა ყველა სეზონზე საიმედო მეგზურობა გაგვიწიოს, საჭიროა,ამინდის ცვლილებასთან ერთად, მისი მოვლის სპეციფიკაც შევცვალოთ. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, თოვლის მოსვლასთან ერთად,კლიმატური ცვლილებები უკვე საგრძნობია და იზრდება გზებზე გადაადგილების რისკი.ზამთრისათვის ავტომობილის მოსამზადებლად არსებობს რამდენიმე სტანდარტული პროცედურა, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია უსაფრთხო მგზავრობისთვის.
პირველ რიგში საჭიროა, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით ჩაანაცვლოთ. ზამთრის საბურავებს წვიმაში, თოვლში, ყინულზე ან უბრალოდ ცუდ ამინდში უკეთესი მოჭიდება აქვს. მისი მეშვეობით მნიშვნელოვნად მცირდება სამუხრუჭე მანძილი. უმჯობესია, თუ ამ ცვლილებას თოვლისა და მინუს ტემპერატურის დადგომამდე განახორციელებთ. საბურავებთან ერთად,აუცილებელია, გამართული იყოს სამუხრუჭე სისტემა.
სეზონურ მოვლასთან პირდაპირ კავშირშია აკუმულატორი, რომლის რთულ საექსპლუატაციო პერიოდად ცხელი ზაფხული და ცივი ზამთარი მიიჩნევა.
რა სჭირდება ჩვენს ავტომობილს ზამთრის მოსვლამდე? - ამის შესახებ „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მართვის განყოფილების უფროსი გურამგოგოლაძე მოგვიყვება.
რა არის საჭირო და აუცილებელი იმისათვის, რომ ავტომობილი ზამთარს მომზადებული შეხვდეს?
„სეზონის ცვლილება და ტემპერატურის კლება ავტომობილზე საგრძნობლად მოქმედებს. იმისათვის, რომ ჩვენი ავტომობილი ზამთარს მომზადებული დავახვედროთ, აუცილებელია,შევამოწმოთ საბურავების, აკუმულატორის, სამუხრუჭე სისტემისა და ანტიფრიზის მდგომარეობა. ასევე მნიშვნელოვანია, მინის საწმენდ მექანიზმში ჩავასხათ სპეციალური სითხე, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე არ იყინება“.
რატომ არის აუცილებელი საბურავების სეზონური ცვლილება?
„ზამთარში ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია. ნებისმიერ საბურავს სეზონის აღმნიშვნელი სიმბოლო აქვს - ფიფქი, მზე და სხვა. ჩვენთან ყველაზე პოპულარული M+S (ტალახი და თოვლი) გახლავთ, რომელიც ბევრ მძღოლს ყველა სეზონის საბურავი ჰგონია. სინამდვილეში ესსიმართლეს არ შეესაბამება.
რა თქმა უნდა, არსებობს ყველა სეზონის საბურავი(All Season), რომელიც აუცილებლად კარგმდგომარეობაში უნდა იყოს. მისი გამოყენება ზამთარში აკრძალული არ არის, თუმცა მაინც რეკომენდებულია მათი სეზონური ცვლილება, რადგან ყველა სეზონისა და ზამთრის რეზინისშემადგენლობა ერთმანეთისგან განსხვავდება.
დაბალ ტემპერატურაზე ზამთრის საბურავს მეტად უკეთესი მოჭიდება აქვს, რაც უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანესი დეტალია“.
რაც შეეხება სამუხრუჭე სისტემას, რისი შემოწმებაა აუცილებელი ზამთრამდე?
„შეიძლება საბურავებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით შევასრულოთ, თუმცა პრობლემა მაინც წარმოიშვას. მიზეზი კი სამუხრუჭე სისტემაში უნდა ვეძებოთ, უფრო კონკრეტულად კი სამუხრუჭე სითხესა და ხუნდებში, რომლებიც ამ სისტემის ყველაზე ცვეთადი ნაწილებია.
სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა ინდივიდუალურია და მომხმარებლის სიარულის მანერაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია, პერიოდულად შემოწმდეს მანქანის სამუხრუჭე სისტემა.
სამუხრუჭე ხუნდები ძირითადად ორი ტიპისაა: ხუნდები, რომლებსაც მექანიკური ხმის გამომცემი უყენია და ხუნდები ცვეთის სენსორით, რომელიც სალონში, მაჩვენებელთა დაფაზე გიჩვენებთ, რომშესაცვლელია.
ხუნდების შეცვლის დროს აუცილებელია, შემოწმდეს საყრდენი დისკები, სუპორტის ცილინდრის მტვერდამცავები და მიმმართველები.
სეზონური ცვლილების დროს სამუხრუჭე სითხის შეცვლა აუცილებელია, რადგან მას განსაზღვრული მუშაობის რესურსი აქვს. სითხე სპეციალური ხელსაწყოთი მოწმდება, რის შედეგადაც ვიგებთ,რამდენად იქმნება სამუხრუჭე სისტემაში საჭირო წნევა, იმისათვის რომ კრიტიკულ სიტუაციაში შევძლოთ ავტომობილის მოკლე მანძილზე დამუხრუჭება“.
რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ანტიფრიზის ნაკლებობამ გაგრილების სისტემაშიდა როგორ უნდა შევამოწმოთ აკუმულატორის მდგომარეობა?
„ანტიფრიზის მთავარი ფუნქცია ძრავისა და მისი დეტალების დაცვაა. შედეგად ძრავის მექანიზმში მისმა ნაკლებობამ შეიძლება საკმაოდ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს - ძრავის ბლოკის გახეთქვა, ასევე პომპისა და სხვადასხვა მილის დაზიანება.
რაც შეეხება აკუმულატორს, მისი გამძლეობაბრენდისა და ხარისხის მიხედვით იზომება. ხარისხიანი აკუმულატორის გამოყენების ვადა 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. მისი შეძენისას, ხარისხთან ერთად, აუცილებელია ავტომობილის ელექტრული შემოწმებაც“.
„თეგეტა მოტორსში“ ავტომობილის ზამთრისათვის მოსამზადებლად სხვადასხვა ქეშბექ და ფასდაკლების აქცია მოქმედებს. ამასთანავე, ავტომობილისთვის საჭირო სერვისების მიღება, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსების დახმარებით არის შესაძლებელი.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
კომენტარები