1 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დანაშაულებრივმა ჯგუფმა ლატვიის მოქალაქეს 100 000 ლარამდე თანხა თაღლითურად ჩაარიცხინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის  ფაქტი გამოავლინა.  სამართალდამცველებმა ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ "ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან. ბრალდებულებმა თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, დაზარალებულს 26.320 ევრო და 6.500 აშშ დოლარი (95 723 ექვივალენტი ლარში), მათ მიერვე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.
პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა
 - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები