1 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ, უკუსვლა გამოიწვია – პრაისი

“ᲩᲕᲔᲜ ᲒᲐᲛᲝᲕᲗᲥᲕᲘᲗ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲨᲤᲝᲗᲔᲑᲐ ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲨᲔᲛᲐᲨᲤᲝᲗᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲝᲕᲘᲡᲛᲘᲜᲔᲗ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲘᲡ ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲘᲡᲒᲐᲜ. ᲩᲕᲔᲜ ᲒᲐᲛᲝᲕᲗᲥᲕᲘᲗ ᲨᲔᲨᲤᲝᲗᲔᲑᲐ ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲘᲡ ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗ ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ. ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲘᲡ ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲛᲐ, ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲤᲔᲠᲮᲔᲑᲐᲛ ᲐᲜ ᲣᲙᲐᲜᲓᲐᲮᲔᲕᲐᲛ, ᲣᲙᲣᲡᲕᲚᲐ ᲒᲐᲛᲝᲘᲬᲕᲘᲐ. ᲐᲛᲐᲜ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲨᲘ ᲒᲐᲬᲔᲕᲠᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡᲙᲔᲜ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲘᲓᲘ ᲣᲛᲠᲐᲕᲚᲔᲡᲝᲑᲘᲡ ᲛᲙᲐᲤᲘᲝ ᲛᲘᲡᲬᲠᲐᲤᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲣᲤᲠᲝ ᲤᲐᲠᲗᲝᲓ, ᲛᲐᲗᲘ ᲔᲕᲠᲝᲐᲢᲚᲐᲜᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲡᲬᲠᲐᲤᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲙᲣᲗᲮᲘᲗ, ᲨᲔᲤᲔᲠᲮᲔᲑᲐ ᲒᲐᲛᲝᲘᲬᲕᲘᲐ.

ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲨᲤᲝᲗᲔᲑᲣᲚᲘ ᲕᲐᲠᲗ ᲐᲛ ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜ ᲔᲕᲠᲝᲐᲢᲚᲐᲜᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲠᲨᲔᲛᲝ ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲜᲐᲪᲕᲚᲐᲓ, ᲐᲛᲐᲜ ᲒᲐᲐᲦᲠᲛᲐᲕᲐ ᲞᲝᲚᲐᲠᲘᲖᲐᲪᲘᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐᲨᲘ. ᲓᲐᲤᲘᲥᲡᲘᲠᲓᲐ ᲞᲝᲚᲐᲠᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲐᲦᲐᲚᲘ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘ, ᲠᲐᲪ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲓᲔᲒᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲔᲡ ᲐᲠᲐᲐ ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲣᲤᲠᲝ ᲤᲐᲠᲗᲝ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲡᲬᲠᲐᲤᲔᲑᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ. ᲩᲕᲔᲜ ᲕᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲗ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲐᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲗᲐᲜ, ᲠᲐᲗᲐ ᲒᲐᲜᲕᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲝᲗ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲔᲕᲠᲝᲐᲢᲚᲐᲜᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲬᲔᲕᲐᲓ.  ᲩᲕᲔᲜ ᲛᲝᲕᲣᲬᲝᲓᲔᲑᲗ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ, ᲒᲐᲛᲝᲐᲕᲚᲘᲜᲝᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲑᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲨᲘ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲘᲡᲐᲓᲛᲘ, ᲐᲛ ᲒᲖᲐᲖᲔ ᲬᲘᲜᲡᲕᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲢᲐᲠᲔᲑᲘᲗ”,

აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები