მსოფლიო
საქართველოს ბანკმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 სტუდენტს სტიპენდია გადასცა
2022-09-26 14:05:31
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ 5 სტუდენტს, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.
სტუდენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. ესენი არიან: ნინელი მახაჭაძე, ლელა მახარაძე, სანდრო კიკნაძე, ილია დოლიძე, ნინი დავითაძე. სტიპენდიანტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან.
„საქართველოს ბანკისთვის სოციალური კუთხით ერთერთ პრიორიტეტს განათლების მხარდაჭერა წამოადგენს. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მივცეთ შესალებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას. ახალგაზრდები, რომლებიც საბოლოო ჯამში მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბდებიან, საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
კომენტარები