0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Electude - „თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით სიმულაციურ სასწავლო პლატფორმას ნერგავს

„თეგეტა ჰოლდინგი“ თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ მიზნით, „თეგეტა აკადემიაში“ სიმულაციური, ონლაინ სასწავლო პლატფორმა Electude ინერგება. მისიმეშვეობით შესაძლებელი იქნება მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების აგებულების თეორიული ნაწილის ონლაინ შესწავლა. 

„თეგეტა აკადემია“ ინოვაციურ სასწავლო პლატფორმას USAID-ის საგრანტო პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს. ონლაინ პროგრამის უპირატესობაა ის, რომ დასაქმებულები გადამზადების პერიოდში სამუშაო პროცესს არ სწყდებიან. ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის მიზანია, ხელი შეუწყოს კომპანიაში დასაქმებულთა კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას.

ნინო ოხანაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით: „პლატფორმა Electude-ის საშუალებით შესაძლებელია, ავამაღლოთ თანამშრომლის თეორიულ-ტექნიკური ცოდნა. ეს არის მოქნილი ინსტრუმენტი, რომლის მომხმარებელსაც შეუძლია, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან გაიღრმაოს ცოდნა საავტომობილო მიმართულებით. პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, სწავლებაში ჩავრთოთ ბევრად მეტი თანამშრომელი, ვიდრე საკლასო ტრენინგებით შევძლებდით და ამავდროულად დავზოგოთ ადამიანური და მატერიალური რესურსები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნა ექსკლუზიური უფლებების თანხლებით. დღეის მონაცემებით, ქართულად უკვე ნათარგმნია 230-ზე მეტი მოდული. აქედან 150 კორექტირებული და გასწორებულია „თეგეტა აკადემიის“ მიერ“.

 

რაც შეეხება უშუალოდ სწავლებას, საგრანტო აქტივობის ფარგლებში, „თეგეტა აკადემიაში“ შემუშავდება 5 ძირითადი სასწავლო კურსი. მათი მეშვეობით „თეგეტა მოტორსი“ 1 წლის განმავლობაში 1 000-მდე თანამშრომლისგადამზადებას გეგმავს. 

 

„Electude-ს საშუალებით, ერთი მხრივ, ვზრდით ახალი ტექნოლოგიების ცოდნას და, მეორე მხრივ, ვცვლით სწავლების ტექნოლოგიებს. აკადემიაში შემოგვაქვს ის ფორმატები, რომლებიც დღეს თანამედროვე სწავლების შემადგენელი ნაწილია“, - ამბობს ნინო ოხანაშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Electude საშუალებას იძლევა, კომპანიამ ყველა თანამშრომელს თანაბრად მისცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ონლაინ პლატფორმა დაეხმარება „თეგეტა მოტორსს“, ცოდნის ერთნაირად მაღალი სტანდარტი შესთავაზოს გუნდის წევრებს, გეოგრაფიული ადგილსამყოფლის მიუხედავად. 

 

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ 2013 წელს დაარსდა. ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური  ტრენინგცენტრი, აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას,  ბიზნესისა და ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემიის“მთავარი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....