1 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურამ მაჭარაშვილმა "ოცნება" დატოვა და პარტიიდან წასულ ტრიოს შეუერთდა

 გურამ მაჭარაშვილმა "ოცნება" დატოვა და  პარტიიდან უკვე წასულ სამეულს უერთდება. დეპუტატი  სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს და მიხეილ ყაველაშვილს შეუერთდა.

„მსოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოებაშიც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნას პოლიტიკური კონინუქტურის გამო, მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები