0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 25 ივლისს, 20:00 საათზე, DataFest Tbilisi შეხვედრას „მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში“ უმასპინძლებს. ღონისძიებას მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი და დიჯიტალიზაციაში ევროკავშირისა და GIZ-ის ლოკალური ექსპერტი, ქეთი მეფარიშვილი გაუძღვება.

შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება - დასწრება როგორც Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, ასევე ფიზიკურად, მედიალაბში იქნება შესაძლებელი. ღონისძიება განკუთვნილია ციფრული ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აქვს. ინიციატივა DataFest Tbilisi-ის, მედიალაბის, საქართველოს ბანკისა და გრანთ თორნთონის პარტნიორობით ხორციელდება.

„საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება შედგა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.  მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მორიგ საინტერესო შეხვედრას. ღონისძიებაზე აუდიტორია მარკეტინგში მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობებზე შეიტყობს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპანიის წარმატებაში. დარწმუნებული ვართ, აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო მოსასმენი იქნება ქეთი მეფარიშვილის მიერ გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3RRFelw 

გაითვალისწინეთ, ფიზიკურ სივრცეში დასწრებას მხოლოდ პირველი 50 რეგისტრირებული შეძლებს.

ინფორმაციისთვის, ქეთი მეფარიშვილს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სფეროში, მათ შორის Fortune 500 კომპანიებში. მან დაამთავრა სადოქტორო პროგრამა უელსის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....