მსოფლიო
“მოქალაქეს 5 000 დოლარის სანაცვლოდ საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებას ჰპირდებოდა” – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა
2022-06-29 11:33:49
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ თანხის სანაცვლოდ საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დაასაქმებდა.
“აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება”, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
კომენტარები