0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მიზნით  მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით გურიაში, სოფელ ჭანიეთში დამატებით 0.7 ჰა- ზე  მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის ჯამური მოცულობა 150 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ინვესტიცია კი 85 000 ლარს შეადგენს.  გამოყოფილი თანხა ძირითადად ნერგების შეძენას, პლანტაციის მოწყობას, მიწის დამუშავებას და წვეთოვანი სისტემის მოწყობას მოხმარდა. ბანკის მიერ გაცემული დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილია 15ტ მოცვის მოსავლის მიღება, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, დაგვიდგა მხარში და მისი დახმარებით არსებულ, 1.3 ტ მოცვის პლანტაციას დამატებით 0.7 ჰა-ზე განთავსებული  პლანტაცია მივამატეთ.  ბანკის დაფინანსებით შევიძინეთ ტექნიკა, რომელიც მოსავლის რაოდენობას გაზრდის. მაგალითად, აქამდე, ყოველწლიურად, მოსავალის რაოდენობა  6 ტონა იყო, თუმცა წელს უკვე ველოდებით რომ ის 15 ტონამდე გაიზრდება, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე მოვახდენთ. ამის გარდა, ვაპირებთ გავაშენოთ ლოკოკინების ფერმაც და ამ შეთხვევაშიც, ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“,- ამბობს მცირე მეწარმე, ანიკო თავაძე.


„ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და ბიზნესის გაძლიერება საქართველოს ბანკისთვის ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ინტერესი მხარი დაგვეჭირა აგროსექტორისთვის და ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთში მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყვეთ ხელი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს ადგილობრივი წარმოება, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი.  ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას “, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.




კომენტარები

მსგავსი სიახლეები