პოლიტიკა
ხმაური ევროკავშირის ოფისთან - დაკავებულია გურამ ფალავანდიშვილი და თავისი შვილი
2022-06-06 13:33:35
ხმაური და დაკავებები ევროკავშირის ოფისთან. რადიკალებმა ადგილზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ფოტოები შეურაცმყოფელი წარწერებით მიიტანეს. მათ დროშის დაწვას სცადეს, რასაც დაკავებები მოჰყვა.
დაკავებულები არიან, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, მამა-შვილი ფალავანდიშვილები. ისინი პოლიციის მანქანით სავარაუდოდ განყოფილებაში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ევროკავშირის ოფისთან ადგილი აქვს შეხლა-შემოხლას.
კომენტარები