0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

 

5 ივნისს, ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე MFC EURO2022 კოშიცე (სლოვაკეთი) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მონტენეგროს ნაკრებთან.

მონტენეგრო ჯგუფის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი FC PSP-ს და ამჟამად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი აფციაურმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვი FC PSP-ს მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძე ასევე არის ეროვნული ლიგის გამორჩეული და PSP-ს გუნდის მწვრთელი.

 

6 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე მატჩს ბულგარეთის ეროვნული ნაკრებთან მართავს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები