მსოფლიო
,კონსერვატიულმა მოძრაობამ’’ იგივე ალტ-ინფომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში107 954 ლარის შემოწირულობა მიიღო. - ანტიკორუფციული მოძრაობა
2022-06-01 14:32:28
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია. შეგახსენებთ, რომ აგრესორ რუსეთს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ზე მეტი ოკუპირებული აქვს და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. აქედან გამომდინარე ჩვენ მარტის თვიდან ვიკვლევთ კონსერვატიული მოძრაობის (იგივე ალტ-ინფოს) შემომწირველებს, ჩვენი დაკვირვებით 53 საქართველოს მოქალაქე გამოიკვეთა, რომელიც სისტემატიურად წირავს ფულს პოლიტიკურ გაერთიანება- კონსერვატიულ მოძრაობას, რომელიც დაუფარავად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციას და პირდაპირი დიალოგის ინიციატივას გამოთქვამენ. 2022 წლის 11 აპრილიდან- 25 მაისის ჩათვლით, კონსერვატიულმა მოძრაობამ, შემოწირულობის სახით - 107 954 ლარი მიიღო.
დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა მხოლოდ 10 პირი, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობა უფიქსირდება, შესაბამისად ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ დანარჩენი შემომწირველები კუთვნილ შემოსავალს არ სწირავენ და საქმე გვაქვს კანონდარღვევასთან, კერძოდ უკანონო შემოწირულობასთან.
შემომწირველებიდან ერთ-ერთია გია გოთუა, რომლის კომპანიებსაც სახელწმიფო შესყიდვების გზით 11 180 365 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში მას აქვს მიმდინარე ტენდერი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პირველ რიგში უნდა იცავდეს ქვეყნის სუვერენიტეტს, აფინანსებს ფაქტიურად რუსეთის პარტიას. გია გოთუა აგრეთვე აქტიურად ეწევა სოციალურ ქსელში ქართული ოცნების პროპაგანდას.
უკანონო შემოწირულობის გამოკვლევა სახელწმიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მივმართავს სახელწმიფო აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურს, დაიწყოს მოკვლევა აღნიშნულ კანონდარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მოვითხოვთ მეწარმეები და მათი კომპანიები, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ პარტიას სწირავენ თანხას შეყვანილი იქნენ შავ სიაში.
კომენტარები