პოლიტიკა
ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, თქვენც ხომ იცით, რომ „ფეიკია“?! - ირაკლი კობახიძე
2022-05-23 12:10:30
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქი არ არის.
„რაც შეეხება „ფეიკებს“, მაგალითად, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, - თქვენც ხომ იცით, რომ „ფეიკია“?! 10 წელი საერთოდ არანაირი კავშირი და შეხება არ ჰქონიაბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, არც ბიზნესის კუთხით და არც პოლიტიკის და არც არაფრის კუთხით. ბიძინა ივანიშვილი იყო იმ პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი, რომელმაც საქართველოდან გაისტუმრა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ რუსულ საქმეს აკეთებდა 9 წლის განმავლობაში. თქვენ ხომ იცით, რომ ზუსტად ამ პოლიტიკურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთს ტერიტორიების 20%, მანამდე საზღვრები აღიარა „სამხრეთ ოსეთის“, ესეც, ხომ იცით?! რატომ გაურბიხართ ამ ფაქტებს?! ფაქტია, რომ შემოხაზეს ხელახლა „სამხრეთ ოსეთის“ ოლქის საზღვრები, რომელიც იყო გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული, ჩაატარა ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები „ნაცმოძრაობამ“, წლები ამზადებდნენ საფუძველს, რომ რუსეთს წაეღო საქართველოს ტერიტორიების 20% და გაატანეს ეს 20% რუსეთის ფედერაციას. რაც შეეხებაბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას, რომელიც მან დააფუძნა 2012 წელს, როდესაც გაისტუმრა კრიმინალური რეჟიმი, მისი შედეგებია, რომ ჩვენ აღარ დაგვიკარგავს ტერიტორიები მას შემდეგ, ანუ მანამდე რუსეთს ჰქონდა მუდმივი პროგრესი საქართველოში და ჩვენი ხელისუფლების დროს ეს პროგრესი შეწყდა. რაც შეეხება დასავლურ ინტეგრაციას, სრულიად შეფერხებული და შეჩერებული იყო ეს პროცესი 2008-დან 2012 წლამდე და ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნატო-სთან თანამშრომლობა, რაც მანამდე შეჩერებული იყო - ესეც არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები. როდესაც ბიძინა ივანიშვილს ეძახით რუს ოლიგარქს, რომელმაც რუსული რეჟიმი გაისტუმრა ზუსტად საქართველოდან და დაამყარა ახალი, დემოკრატიული ხელისუფლება - ეს, რა თქმა უნდა, არის „ფეიკი“, - განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები