0 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” განცხადებას ავრცელებს

ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 5 კმ-იან,   მცხეთა-ძეგვის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უამინდობის გამო შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანია “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

 

“ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას მცხეთა-ძეგვის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შექმნილი დისკომფორტის გამო. გზაზე სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების  გეგმის მიხედვით ჩატარებას ხელს უშლის ნალექიანი ამინდები. სამუშაოები გაორმაგებული ტემპით უახლოეს მომავალში, ამინდების გამოსვლისთანავე  განახლდება და გზის მშენებლობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება,” - ნათქვამია განცხადებაში. 

 

შპს „რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის კმ5-კმ11.2 (მცხეთა-ძეგვი) მონაკვეთის და ხევზე მდებარე აივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ასრულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები