2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის „აზოვსტალშია“-მარიუპოლის მერის მრჩეველი

თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის „აზოვსტალშია“,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა.

„შეუჩერებელი დაბომბვა და თავდასხმა ხორციელდება „აზოვსტალზე“, ზოგიერთ რაიონში საომარი მოქმედებები უკვე ქარხნის გალავნის მიღმაა“,- განაცხადა ანდრიუშენკომ.

მისი თქმით, ქარხნის სიახლოვეს საცხოვრებელი არეალებიდან მოსახლეობამ ევაკუაცია თავად უნდა განახორციელოს.

„მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად გადაიქცა“,- განაცხადა მერის მრჩეველმა.

ამასთან, როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა განაცხადა, „აზოვსტალი“ ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერშიფისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი გახდა.

მისი თქმით, ძალისხმევა კონცენტრირებულია ინდუსტრიული კომპლექსის დაცვასა და შემდგომი ევაკუაციის მართვაზე.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც მიმდინარე ომის „გული“ გახდა, ვითარება უკიდურესად რთულია. მან იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარე შეძლებს ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმებას, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობასა და დაჭრილ ჯარისკაცებს ქარხნის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას მისცემს.

„ამ მიმართულებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, მაგრამ რა თქმა უნდა, გვაქვს ცუდი გამოცდილება იმის, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს“,- განაცხადა იური საკმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები