2 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა

პრემიერ-მინისტრ  განცხადებით, მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა.

„წინა პარასკევს მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს და შემდეგ კონკურენციის სააგენტოსთან შეხვედრა გვქონდა. ჩვენ საწვავის ფასებთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ ფასებზე არ ასახულა. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ, მთავრობას ექნება საშუალება, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში. ამის შემდეგ გავაკეთებთ უკვე შესაბამის დასკვნებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები