მსოფლიო
თიბისის პროგრამა სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს
2022-04-29 13:48:34
თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპ კურსი 2022“ იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი.
მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს. წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან.
· როგორ დავიწყო სტარტაპი - შოთა გიორგობიანი
· როგორ დავგეგმოთ mvp - ლაშა ყანჩაველი
· როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს - დავით ჩეჩელაშვილი
· სტარტაპის ბიზნეს მოდელი - თორნიკე ჩხაიძე
· მდგრადი განვითარება - ოთო ბერიშვილი
· სტარტაპის ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე
· ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
· მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში - ნიკა გვახარია
· ინვესტიციების მოზიდვა - დავით ჩიხლაძე
სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო „რუმს თბილისი“, საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.
სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course
კომენტარები