0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის კამპანია, სინამდვილეში მის გათავისუფლებასთან დაკავშირებული კამპანიაა - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის კამპანია სინამდვილეში მისი გათავისუფლების კამპანიაა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის მიზანი სააკაშვილისთვის „დამსახურებული მსჯავრის არიდებაა“.

"მთელი ეს კამპანია - მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის, თავი არავინ უნდა მოიტყუოს, მითუმეტეს საზოგადოებას ასე რომ ატყუებენ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა დეზინფორმაციულ კამპანიაზე დაფუძნებული ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, სინამდვილეში არის კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა აირიდოს სასჯელი, რომელიც მართლმსაჯულებამ მიუსაჯა იმის გამო, რომ მან დეპუტატი სიკვდილამდე აცემინა და იმისთვის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა" - განაცხადა პაპუაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები