პოლიტიკა
"მაქვს შთაბეჭდილება, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო" -არესტოვიჩი
2022-04-26 11:57:20
მოსკოვი, ბრიანსკი, ბელგოროდი - რამდენიმე დღეა რუსეთის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღიურად ხანძრები ჩნდება. კიევში არ გამორიცხავენ რომ ეს შესაძლოა პარტიზანული ომის დასაწყისი იყოს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა გააკეთა.
"სამხედრო ბაზა იწვის უსურიისკში, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, რაღაც საწყობები, გუბერნატორების სახლები... მაქვს შთაბეჭდილება, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. განსაკუთრებით ეს ეხება სამხედრო კომისარიატებს, არ უნდა ხალს იქ და წინააღმდეგობას უწევენ. შეგახსენებთ რომ სწორედ კომისარიატებში ინახება წვევამდელთა და რეზერვისტთა პირადი მონაცემები", - თქვა არესტოვიჩმა.
კომენტარები