0 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„დიახ, მანქანა ქალის საქმეა“ - 25 წლის ლიკა მაისურაძე „თეგეტას“ სერვისცენტრიდან

მანქანის ხელოსანი მამა ფიქრობდა, რომ ეს ხელობა და მით უმეტეს, მექანიკოსობა ქალის საქმე არ არის. დედას უნდოდა, შვილი იურისტი გამოსულიყო. პატარა გოგონას კი სულ სხვა ინტერესები ჰქონდა. ჯერ მანქანებით თამაშობდა, და ასაკის მატებასთან ერთად, ხვდებოდა, სათამაშოებიდან ნამდვილ ავტომობილებზე უნდა გადასულიყო. უბრალოდ კი არ ოცნებობდა, არამედ მიზანი დაისახა. დედას არ აწყენინა, იურიდიულზე ჩააბარა, თუმცა პარალელურად მამას სამსახურში დაჰყვებოდა და მანქანას სიღრმისეულად სწავლობდა.

"მამას ბავშვობიდან ვუყურებდი და ყოველთვის ვიცოდი, რამდენად შრომატევადი იყო მისი საქმე, თუმცა ამას არ შევუშინებივარ. რთული საქმე თითქოს მიზიდავდა კიდეც. თან რომ ვხედავდი, თავს ვართმევდი, სტიმულიც მემატებოდა. არაერთ პროფილაქტიკაში ვიმუშავე, ელიავაზეც მათ შორის. უკვე 4-წლიანი სტაჟი მაქვს. გამოცდილებასთან ერთად, ბევრი იმედგაცრუება და სტრესული ეტაპიც გავიარე. რადგან გოგო ვარ, მომხმარებელიც და ხელოსნებიც არასერიოზულად აღმიქვამდნენ, გამქცევია კიდეც მომხმარებელი. ამის მიუხედავად, უკან დახევა არც მიფიქრია“, - ლიკა მაისურაძე, მოსწავლე მექანიკოსი.

დაბრკოლებები არ აშინებდა, თუმცა საყვარელი საქმის მშვიდად კეთებაზე ფიქრი  არასდროს შეუწყვეტია. „თეგეტაში“ ბედის ცდა მეგობარმა ურჩია. „თეგეტას“ სატვირთოს მექანიკოსი ქალების ისტორიებიც მოსმენილი ჰქონდა და თავადაც უნდოდა ემუშავა კომპანიაში, რომლისთვისაც გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია.

 „წარმატებით გავიარე გასაუბრება და რადგან ნულიდან არ ვიწყებდი და გამოცდილებაც მქონდა, მოსწავლე მექანიკოსად ამიყვანეს. ვგრძნობ, მენდობიან და ძალიან მინდა, იმედები გავუმართლო. თბილი გარემოა, მენეჯერებიდან დაწყებული, ხელოსნებით დამთავრებული, ყველა მზადაა, დამეხმაროს. კარგად მესმის,  რთულ საქმეს შევეჭიდე, თუმცა არ მიჭირს. ძნელად შესასრულებელი სამუშაო არ მაშინებს, რაც უფრო პრობლემურია მანქანა, მით უფრო კმაყოფილი ვარ მეც“, -  ლიკა მაისურაძე, მოსწავლე მექანიკოსი.

საკუთარი თავის რწმენას არასდროს კარგავს. თვითგანვითარებაზე მუდმივად ზრუნავს და არც ერთი წამის ფუჭად გაფლანგვა არ სურს. დილიდან საღამომდე აკვირდება და ეხმარება ხელოსნებს. მის მიერ წარმატებით შესრულებული რთული სამუშაოს დანახვისას კი თანამშრომლების კმაყოფილი და გაოცებული გამომეტყველება მოტივაციას უმაღლებს.

"მინდა, ვიყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რომელზეც ყველა ილაპარაკებს, რომ „თეგეტას“ ჰყავს ქალი მექანიკოსი, რომელიც ძალიან მაგარია. ასე შევძლებ, დავამსხვრიო სტერეოტიპები და ადამიანებს ვაჩვენო, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია, რასაც მოვინდომებთ“ , - ლიკა მაისურაძე, მოსწავლე მექანიკოსი.

ბავშვობაში ორი ოცნება ჰქონდა - გამხდარიყო მანქანის პროფესიონალი მექანიკოსი, რის მისაღწევადაც თავს არ ზოგავს და ახლა სწავლის პროცესშია. სამომავლოდ კი სატვირთოს მძღოლობასაც აპირებს. იცის, ამისთვისაც გამონახავს დროს და არც ამ სურვილის შესრულება გაუჭირდება. იმიტომ რომ,

"თუ რაიმე გულით გინდა, არ უნდა დანებდე, არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები.  ეს დიდი ძალის მომცემია და ყველაფერს შეგაძლებინებს“.

-------

თეგეტა მოტორსისშესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიათეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურებათეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....