მსოფლიო
პარლამენტთან გლოვის ნიშნად ბავშვების ფეხსაცმელები დაალაგეს – უკრაინაში რუსეთის აგრესიას 145 ბავშვი ემსხვერპლა
2022-03-30 15:22:06
უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობასთან 145 ფეხსაცმელი მიიტანეს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რუსულ აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ბოლო ცნობებით, პუტინმა უკრაინაში 145 ბავშვი მოკლა, 222 ბავშვი დაშავდა.
აქციის ორგანიზატორი ხუთი მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტია: : თიკო ფეიქრიშვილი, თამარ ღვინიანიძე, ეკა ქადაგიშვილი, ირმა ნადირაშვილი და მაკა ფანქველაშვილი.
კომენტარები