მსოფლიო
თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო
2022-03-29 13:14:00
ჩამოტვირთვა
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დოლმაბაჰჩეს სასახლეში მასპინძლობს.
დელეგაციის წევრები გრძელი მაგიდის ირგვლივ ერთმანეთის პირისპირ განთავსდნენ. სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩიც ესწრება.მოლაპარაკებების დაწყებამდე რომან აბრამოვიჩი თურქეთის პრეზიდენტს პირისპირ ესაუბრა. საუბარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა.
მოლაპარაკებების პროცესის დაწყებამდე მათ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით მიმართა. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე ომის მეხუთე კვირა დაიწყო და აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც უკრაინისა და რუსეთის მეგობარი ქვეყანა, ვალდებულია მედიაციის პროცესი იკისროს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, „სამართლიან მშვიდობას“ არ ჰყავს დამარცხებული, თუმცა კონფლიქტის გაგრძელებით ვერცერთი მხარე ვერ მოიგებს.
„ასეთ კრიტიკულ დროს მოხარული ვართ მიგიღოთ და წვლილი შევიტანოთ თქვენს მცდელობაში დაამყაროთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრები და დისკუსიები სასარგებლო იქნება თქვენი ქვეყნებისთვის, რეგიონისა და კაცობრიობისთვის“,- განაცხადა ერდოღანმა.
კომენტარები