მსოფლიო
მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო – ხალხი გადარჩა
2022-03-17 13:26:08
უკრაინის სახალხო დეპუტატი სერგეი ტარუტა ამბობს, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა გაუძლო ოკუპანტების საჰაერო დარტყმას, ხალხი გადარჩა.
“ომის 22-ე დღის დილით, გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ, საბოლოოდ კარგი ამბავი მარიუპოლიდან! ბომბის თავშესაფარი გადარჩა. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა, ხალხი ცოცხალი გამოდის!”,– წერს ტარუტა Facebook-ზე.
ცნობისთვის, 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობაზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. თავშესაფრის შესასვლელი ნანგრევებით იყო გადაკეტილი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.
კომენტარები