მსოფლიო
კრემლი რამზან კადიროვის უკრაინაში ყოფნას არ ადასტურებს
2022-03-14 18:13:15
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლს კრემლს არ აქვს მონაცემები ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უკრაინის საბრძოლოში ზონაში ვიზიტის შესახებ.
„მას, ჩემი აზრით, პირდაპირ არ უთქვამს, რომ იყო… პირდაპირი განცხადებები არ ყოფილა, ამიტომ გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციას“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, აქვს თუ არა კრემლს ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინაშია, პესკოვი ამბობს, რომ “ასეთი მონაცემები არ არსებობს“.
ცნობისთვის, კადიროვი ამტკიცებს, რომ კიევთან ახლოს იმყოფება. ის უკრაინელებს დანებებისკენ მოუწოდებს.
კომენტარები