პოლიტიკა
2008 წლის ის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო, ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს რომ ცხინვალი ჩვენ დავბომბეთ – კალაძე ენმ-ზე
2022-03-11 16:56:58
“2008 წლის ის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო, ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს რომ ცხინვალი ჩვენ დავბომბეთ”- ასე ეხმაურება, თბილისის მერი, კახა კალაძე ჰააგის ტრიბუნალის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე დაკავების ორდერებს გაცემას.
„სამარცხვინოა, რაც მათ იკადრეს. დღეს გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. თქვენ იცით, რა წერია ამ რეზოლუციაში. ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს, თითქოს ცხინვალი ჩვენი მხრიდან დაიბომბა. სამარცხვინოა! დღეს ეს ადამიანები გამოდიან და პატრიოტიზმზე გვესაუბრებიან”.-განაცხადა კალაძემ.
კომენტარები