მსოფლიო
დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის, თუმცა იცოდეთ, იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ სერიოზული პროგრესია - უკრაინის თავდაცვის მინისტრი
2022-03-07 13:27:07
არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ - ეს დელიკატური საკითხია და დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის. იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
„მომწოდებლებისგან ვიღებთ ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისთვის უკვე შეკერილ ფორმებს. იყვნენ ჩვენი დამცველები ჩაცმულები სხვადასხვა ფორმაში. მთავარია - თავს კომფორტულად გრძნობდნენ მტერთან ბრძოლისას.
ჩვენ ასევე ვმუშაობთ პარტნიორებისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიღების მიმართულებით, მაგრამ გამარჯვების რწმენას გვმატებს არა წარმოთქმული დაპირებები, არამედ უკრაინის საჰაერო ძალები,“- განაცხადა რეზნიკოვმა.
კომენტარები