პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი უკრაინიდან ლტოლვილებს რუსი ოლიგარქების ჩამორთმეულ სახლებში დააბინავებს
2022-03-04 15:38:51
The Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი რუს ოლიგარქებს ქონებას ჩამოართმევს თუ ამის სამართლებრივი საფუძველი იქნება.
ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ეს ქონება შეიძლება გამოიყენონ უკრაინიდან ლტოლვილების დასაბინავებლად.
„თუ ჩვენ გვექნება მტკიცებულებები და სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, - განუცხადა რააბმა LBC რადიო, როდესაც ჰკითხეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ქონების კონფისკაციის შესაძლებლობის შესახებ.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ასეთი უძრავი ქონების გამოყენებას უკრაინელი ლტოლვილების განსათავსებლად, მან უპასუხა: "დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ ყველაფერს ყოვლისმომცველად განვიხილავთ".
კომენტარები