0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეს არის სისტემური დანაშაული, რადგან სისტემამ, თავის დროზე, ძალადობა წაახალისა, წაახალისა გავრილოვის ღამეს, სტურუას, მიქაუტაძის, სირაძის ტრაგედიების დროს.. - გიორგი კაპანაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

"ეს არ არის მხოლოდ იმ ორი პოლიციელის დანაშაული, რომელთაგან ერთმა განახორციელა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოზარდის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ხოლო მეორე, ამ სასტიკ დანაშაულს უყურებდა და შესაბამის ზომებს არ იღებდა. 

ეს არის სისტემური დანაშაული, რადგან სისტემამ, თავის დროზე, ძალადობა წაახალისა.

წაახალისა 5 ივნისს, როდესაც მოძალადეები, ათობით ჟურნალისტს გაუსწორდნენ და სათანადოდ არ დასჯილან. 

წაახალისა გავრილოვის ღამეს, როდესაც პოლიციელებმა თვალები დათხარეს ახალგაზრდებს და არ დასჯილან. 

წაახალისა სტურუას, მიქაუტაძის, სირაძის ტრაგედიების დროს, როდესაც დამნაშავე პოლიციელებმა პასუხი არ აგეს. 

წაახალისა მაჩალიკაშვილის, თათუხაშვილის, მთავრიშვილის მკვლელობების დროს, როდესაც დამნაშავე სამართალდამცველები, ასევე არ დასაჯა სისტემამ.

შედეგად კი, მივიღეთ მორიგი ტრაგედია - შემზარავი ფაქტი, სულისშემძვრელი ამბავი. 

ბევრმა თქვენგანმა ნახა, თუ როგორ სასტიკად, არაადამიანურად და საშინლად უსწორდება პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი პირი, სმენადაქვეითებულ მოზარდს. 

შესაბამისად, ეს არის სისტემური ძალადობა და თუ გვინდა რომ ხვალ, ჩვენი შვილები/ოჯახის წევრები არ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში, ყველამ, პარტიული კუთვნლების მიუხედავად, უნდა ვთქვათ: სისტემა უნდა დაინგრეს."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები